logo_geo
ლალი მოროშკინა: სააკაშვილის მოვალეობა საქართველოში რუსული ინტერესების გატარება იყო
- +

28 იანვარი. 2020. 12:36

 

„სააკაშვილის მოვალეობა საქართველოში  რუსული ინტერესების გატარება იყო“, - ამის შესახებ პიარტექნოლოგმა ლალი მოროშკინამ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას აღნიშნა, რასაც მისი განცხადებით მიხეილ სააკაშვილის მიერ, მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტების რუსეთისთვის გადაცემაც ამტკიცებს.

 

საკაშვილს თავისი როლი ჰქონდა მსოფლიო პოლიტიკაში. მისი მოვალეობა საქართველოში  რუსული ინტერესების გატარება იყო - მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტების რუსეთისთვის გადაცემა.

 

შემთხვევით არ იყო, რომ 116-ზე მეტი სოფელი, მნიშვნელოვანი ლოკაციები რუსეთის შემადგენლობაში სწორედ მისი მმართველობის დროს გადავიდა. საკაშვილმა თავისი დავალება ხუთიანზე შეასრულა და დღეს რუსეთს აღარ სჭირდება.

 

 ის უინტერესოა ტრამპისთვისაც, რომლის ნაბიჯებიც, ჩემი დაკვირვებით, რუსეთის გაძლიერებისკენ არის მიმართული. ბევრად უფრო ბედნიერი ვიქნებოდი, სააკაშვილის პატრიოტიზმზე მელაპარაკა, მაგრამ მან თავად გამოუტანა განაჩენი საკუთარ თავს“, - განაცხადა ლალი მოროშკინამ.

 

big_banner
არქივი