logo_geo
დავით კვირცხალია: ლიუდას შევურიგდი, მაგრამ ალბათ ისევ ვიჩხუბებთ, კაკაჩიას ვერავინ უძლებს
- +

28 იანვარი. 2020. 15:15

 

სადაც ჩავდიოდი, ადვილად ვერგებოდი კილოკავს და ეს ნიჭი როლის შექმნაშიც დამეხმარა“, - ამის შესახებ „ჩემი ცოლის დაქალების მსახიობმა დავით კვირცხალიამ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას აღნიშნა.                     

 

„8 წლამდე თბილისში ვიზრდებოდი, მერე სამტრედიაში გადავედით საცხოვრებლად, თუმცა, წარმოშობით სოფელ მარნიდან ვარ. ეს სოფელი სამეგრელოს საზღვართანაა.

აბაშის რაიონი კია, მაგრამ იქაურები პრინციპულად არ ლაპარაკობენ მეგრულად, თავს სამტრედიელებად თვლიან. აბაშაში სულ მეუბნებოდნენ, შენ რა მეგრელი ხარ, სამტრედიელი ხარო, სამტრედიაში კი, შენ რა სამტრედიელი ხარ, მეგრელი ხარო.

 

დედა მყავს თოფურია, აბაშელი, აბაშისა და ზუგდიდის მეგრული განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ სადაც ჩავდიოდი, ადვილად ვერგებოდი კილოკავს და ეს ნიჭი როლის შექმნაშიც დამეხმარა.  დევდარიანს უნდა ჰკითხოთ, როგორ განვითარდება კაკაჩიას ცხოვრება.  ლიუდას შევურიგდი,  მაგრამ ალბათ ისევ ვიჩხუბებთ, კაკაჩიას ვერავინ უძლებს“, - აცხადებს მსახიობი.

 

 

 

big_banner
არქივი