logo_geo
ეკა ჩხეიძე: ბევრი წყვილი ვიცი, ერთად ცხოვრობენ და იტანჯებიან. ჩვენ ცალ-ცალკე ვცხოვრობთ და ძალიან დიდი პატივს ვცემთ ერთმანეთს
- +

28 იანვარი. 2020. 16:44

 

„ქმარი სიურპრიზებს ისევ მიკეთებს. არაფერი შეცვლილა, ერთმანეთის ცხოვრებაში ისევ მთავარ მამაკაცად და ქალად დავრჩით, უბრალოდ, ერთ ჭერქვეშ არ ვცხოვრობთ“, - ამის შესახებ მსახიობმა ეკა ჩხეიძემ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას აღნიშნა.

 

„მე და ჩემი ქმარი სრულ იდილიაში ვართ - ის თავისთვის ცხოვრობს, მე ჩემთვის.  კონფლიქტი არასდროს გვქონია.

20 წელი რომ ვიცხოვრეთ, მერე გადავწყვიტეთ, რომ ასე უფრო კარგად ვართ. წლებია ასე ვცხოვრობთ.

ყურადღებიანი, შესანიშნავი მამაა. ძალიან ბევრი წყვილი ვიცი, ერთად ცხოვრობენ და იტანჯებიან. ჩვენ ცალ-ცალკე ვცხოვრობთ და ძალიან დიდი პატივს ვცემთ ერთმანეთს.

 

სიურპრიზებს ისევ მიკეთებს. არაფერი შეცვლილა, ერთმანეთის ცხოვრებაში ისევ მთავარ მამაკაცად და ქალად დავრჩით, უბრალოდ, ერთ ჭერქვეშ არ ვცხოვრობთ“, - აღნიშნა ეკა ჩხეიძემ.

 

 

 

big_banner
არქივი