logo_geo
სალომე ჭაჭუა: ბეირუთში „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ქორეოგრაფად მიმიწვიეს...
- +

28 იანვარი. 2020. 16:52

 

„ბეირუთში მუშაობისას მიღებული გამოცდილება სხვა „ლეველია“, - ამის შესახებ მოცეკვავემ და ქორეოგრაფმა სალომე ჭაჭუამ ისაუბრა.

 

„ბეირუთში „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ქორეოგრაფად მიმიწვიეს. იქ ვმუშაობ. საკმაოდ კარგი შემოთავაზება მივიღე და ცოტათი განსხვავებული ნაბიჯი გადავდგი, რადგან ძირითადად, აქტიური მოცეკვავე ვარ. ასევე, სხვადასხვა შოუში ვმონაწილეობ. ბეირუთში მუშაობისას მიღებული გამოცდილება სხვა „ლეველია“. ჩემთვის ეს ძალიან დიდი გამოწვევა იყო, რადგან ამხელა პროექტის ერთ-ერთი ქორეოგრაფის როლი დიდი პასუხიმგებლობაა  - შენზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, პირველ რიგში - ის, რომ აბსოლუტურად ყველა წყვილი სცენაზე იდეალურად უნდა იყოს წარმოდგენილი. საქმეს თავს კარგად ვართმევ. დიდ გამოცდილებას ვიღებ, ძალიან საინტერესო საქმეა.

 

საქართველოს წლევანდელ „ცეკვავენ ვარსკვლავებს“ ბეირუთში ყოფნის დროსაც ვუყურებდი, რადგან ჩემი ერთ-ერთი საყვარელი პროექტია, რომელიც ჩემთვის ოჯახივითაა. ძალიან კარგი, განსხვავებული სეზონი იყო. მიუხედავად იმისა, რომ სხვა სეზონებთან შედარებით ნაკლები მონაწილე იყო, ახლაც იყვნენ გამორჩეული მოცეკვავე ვარსკვლავები“, - აღნიშნა ჭაჭუამ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი