logo_geo
ნუცა სურგულაძე: ხალხს ბოროტი და აგრესიული ვეგონე, მაგრამ...
- +

28 იანვარი. 2020. 17:47

 

„აგრესიულ კომენტარებზე არ ვნერვიულობდი, პირიქით, იმდენად აბსურდული კომენტარები იყო, მეცინებოდა“, - ამის შესახებ წლევანდელი „მასტერშეფის“ გამარჯვებულმა ნუცა სურგულაძემ „კვირის პალიტრასთან“ ისაუბრა.

 

„უკვე ისე მენატრება „მასტერშეფი“, ვისურვებდი, მუდამ ამ შოუში ვიყო. ძალიან მაგარი პროცესი იყო, ყოველი გადაღებით უდიდეს სიამოვნებას ვიღებდი. თვითშეფასება ძალიან ამიმაღლა, მომცა ტიტული, რაც მთელი ცხოვრება მექნება და მასტერშფი მერქმევა. ეს ძალიან მახარებს. ჟიურის წევრებიდან ყველაზე მეტად ლევან კობიაშვილის მეშინოდა, რადგან ძალიან კრიტიკული იყო. ვერასდროს მოვაწონე ჩემი კერძი. სულ რაღაც წუნს პოულობდა და შენიშვნებს მაძლევდა. ისე, შეფები კამერების გარეშეც მკაცრად გვაკრიტიკებდნენ.

 

ხალხს ბოროტი და აგრესიული ვეგონე, მაგრამ ეს შოუს ელემენტებია, ამის გარეშე შოუ ვერ შედგებოდა. იუმორით უნდა შეხედონ ამ ყველაფერს. აგრესიულ კომენტარებზე არ ვნერვიულობდი, პირიქით, იმდენად აბსურდული კომენტარები იყო, მეცინებოდა. მაგალითად, ეს ლუკას ძმის ცოლია, ნათესავები არინ ნუცა და ლევან კობიაშვილი, დედამისმა უყიდა და გაამარჯვებინა. ნეტავ, რამდენი გადაუხადა?“ - აღნიშნა ნუცა სურგულაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი