logo_geo
გიორგი მახარაძე: იმედია, ჩემი ნერვიულობა ჩაივლის
- +

29 იანვარი. 2020. 13:53

 

 

„იმედია, ჩემი ნერვიულობა ჩაივლის“, - ამის შესახებ მსახიობმა გიორგი მახარაძემ ჟურნალ „სარკესთან“ საკუთარ დაავადებაზე საუბრისას აღნიშნა.

 

შეგახსენებთ, რომ გიორგი მახარაძეს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. თუმცა, როგორც კი მისი ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა, თანხაც მაშინვე შეგროვდა, რამაც მსახიობს სრულფასოვანი მკურნალობის ჩატარების შანსი მისცა და შედეგმაც არ დააყოვნა - გამოჯანმრთელდა.

 

როგორც გიორგი მახარაძე აღნიშნავს, მისი ცხოვრება მძიმე დაავადებასთან ბრძოლამ რადიკალურად შეცვალა.

 

„ახლა გამოკვლევები მიწევს, ის სრულფასოვანი გამოკვლევები, რომლებითაც კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ყველაფერი კარგად არის და თუ ასე იქნება, უკვე კონტროლი წელიწადში ერთხელ გამოკვლევების რეჟიმში გადავა. აქამდე 6 თვეში ერთხელ მიწევდა. ყოველი ამგვარი კვლევის წინ ვნერვიულობ და ახლაც ასეა. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება. ყოველი გამოკვლევის წინ თავიდან მიახლდება ის ყველაფერი, რაც ამ დაავადებასთან ბრძოლას ახლდა.

გადაფასდა ჩემი ცხოვრება. ჩემთვის ბევრად მნიშვნელოვანი გახდნენ ადამიანები და ცხოვრება“, - განაცხადა მსახიობმა.

 

 

 

big_banner
არქივი