logo_geo
დოდო გუგეშაშვილი: დაკავებულმა მკვლელობის შემკვეთიც უნდა დაასახელოს!
- +

29 იანვარი. 2020. 14:48

 

 

„შვილმკვდარი დედისთვის დრო წამალი არ არის. დრო ჩემთვის არის საშინელი, მომაკვდინებელი ვირუსი, მაგრამ ამ პერიოდის განმავლობაში იმედიანად ვიყავი, რომ საქმე გაიხსნებოდა. ახლა იმის იმედით ვარ, რომ გამოძიება დამკვეთზე გავა“, - ამის შესახებ თადარიგის პოლკოვნიკმა დოდო გუგეშაშვილმა ჟურნალ „სარკესთან“ საკუთარი ვაჟის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმის გახსნაზე საუბრისას აღნიშნა.

    

„ზაზა მურჯიკნელი, რომელიც საგამოძიებო ორგანომ დააკავა და შეკვეთილი მკვლელობა შეასრულა, მე და ჩემს შვილს გაგვეცნო, როგორც ზურა. შესაბამისად, მისი ნამდვილი სახელი და გვარი არაფერს მეუბნება. მე ვიცი მკვლელი ზურა!

 

საქმე 2 წელიწადში ლოგიკურ შედეგამდე მივიდა. გამოძიება ძალიან სიღრმისეულად მიმდინარეობდა და კოლოსალური მტკიცებულებები მოიპოვეს. გამოძიებაში ეჭვი არც ერთ ეტაპზე შემპარვია.

 

წარმოდგენა არ მაქვს, დაკავებულ პირს რა მოტივი ჰქონდა. მან თავად უნდა თქვას, ვინ იყო დამკვეთი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ზაზა მურჯიკნელს არ ვიცნობ, მე ვიცნობ მკვლელ ზურას!

მან მკვლელობამდე ერთი დღით ადრე განიზრახა ჩემი და ჩემი ვაჟის მოკვლა და ჩვენს სახლში მოვიდა. ჩემი ვაჟი თავის საძინებელში არ იყო, ჩემს საძინებელში ეძინა. მან იფიქრა, რომ ჩემი შვილი სახლში არ იყო.

 

გასვლისას ლიფტში სელფის გადაღება მთხოვა. ეს იმისთვის სჭირდებოდა, მკვლელობის შემკვეთისთვის დაედასტურებინა, რომ იმ დღეს მართლაც სცადა ჩვენი ლიკვიდირება. ამ სურათით მკვლელობის შემკვეთს ეტყოდა, რომ ჩვენი მოკვლა სცადა, მაგრამ ჩემი შვილი სახლში არ დახვდა“, - განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი