logo_geo
ირაკლი მამალაძე: მოვუწოდებ მამა გიორგის, ითანამშრომლოს გამოძიებასთან
- +

8 მარტი. 2017. 22:11



ე.წ. ციანიდის საქმის მთავარმა მოწმემ ირაკლი მამალაძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა, რომ მამა გიორგის მოუწოდებს ითანამშრომლოს გამოძიებასთან, მისცეს სრულყოფილი ჩვენება და დაასახელოს თანამზრახველები. როგორც ირაკლი მამალაძემ აღნიშნა, „შეუძლებელია, ამხელა ტვირთით გიორგი მამალაძემ იაროს და თუნდაც მივიდეს სასამართლომდე".


„ჩვენ ყველამ დავინახეთ ამ ჩანაწერებიდან, რომ ის მარტო არ მოქმედებდა, ის ელოდებოდა ვიღაცისგან თანხას, ის ელოდებოდა ვიღაცასთან წასვლას და ა.შ. ერთი სიტყვით, მას ელოდებოდნენ და აი, ვინ ელოდებოდა, ამაზე აუცილებლად უნდა ისაუბროს მამა გიორგიმ. სიტყვები და ნაცვალსახელი, რომელსაც ის იყენებს - ისინი, მათ და ა.შ. რა თქმა უნდა, ჩემთან, როცა საუბრობს, მე ვიცი, ვიზე საუბრობს, თუმცა ამაზე ღიად ვერ ვისაუბრებ, თუმცა, გამოძიებაში ეს უკვე ნათქვამი მაქვს. მაგრამ იცით, რომ გაუთქმელობასთან დაკავშირებით მაქვს ხელმოწერა და მე ვერ გავცდები იმ ჩარჩოებს, რომელშიც ვარ და რაც დღეს გასაჯაროვდა", - განაცხადა მამალაძემ.



 

big_banner
არქივი