logo_geo
ნატო გელაშვილი: მივხვდი, როგორ უჟუჟუნებდა თვალები ლელას ლუკას გამოსვლისას და ვუთხარი...
- +

29 იანვარი. 2020. 17:55

 

 

„ლუკა ძალიან პატარა ასაკიდანაა ამ ყველაფრით მოწამლული და მისთვის მთავარია, უყვარდეთ, როგორც ინდივიდუალური მომღერალი “, - ამის შესახებ მომღერალმა ნატო გელაშვილმა ისაუბრა.

 

„გჯერათ, რომ რაც „მხოლოდ ქართული“ დაიწყო, საერთოდ ვერიდებოდი ყველასთან კონტაქტს, რათა მათთვის უხერხულობის განცდა არ შემექმნა? არც კი მივდიოდი კონცერტზე, რომ ვინმეს რამე არ ეთქვა. ლუკა ძალიან პატარა ასაკიდანაა ამ ყველაფრით მოწამლული და მისთვის მთავარია, უყვარდეთ, როგორც ინდივიდუალური მომღერალი და არა როგორც - ნატოს შვილი.

 

ერთადერთხელ დავურეკე ლელას. რამდენიმე ეთერს ვუყურე, მივხვდი, როგორ უჟუჟუნებდა თვალები ლუკას გამოსვლისას. ვუთხარი, ლუკა რომ გამოდის, იზაურას ჰგავხარ-მეთქი და მოკვდა სიცილით. მითხრა, რა ვქნა, ჩემი პირადი განცდა და სიყვარულია, როგორც პიროვნების და რატომ უნდა უკვირდეს ვინმეს, ჩემს ხელში გაზრდილი ბავშვი თუ მიყვარსო“, - აღნიშნა ნატო გელაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი