„ის მივიღეთ, რაც გვეკუთვნოდა“, - ამის შესახებ სამეჯლისო სპორტული ცეკვების შემსრულებელმა მზია ორველაშვილმა ჟურნალ „გზასთან“ გადაცემა „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ბოლო სეზონზე საუბრისას აღნიშნა.
„ჩვენი წყვილის ფინალში გადასვლა „ესემესებზე“ იყო დამოკიდებული. სიმართლე რომ ვთქვათ, ნახევარფინლაში ისე არ გვიცეკვია, რომ ფინლში გადავსულიყავით.
ეს ჩემი აზრია. შეცდომების გარეშე რომ გვეცეკვა და მაყურებელს მოსწონებოდა, დაგვიმესიჯებდნენ და ფინალში გადავიდოდით, მაგრამ ისეთი სამეული „შეიკრა“, რომ ცეკვა ჩვენ არ გვეკუთვნოდა“, - განაცხადა მზია ორველაშვილმა.