logo_geo
ლაშა ნანობაშვილი: დედაზე ფიქრი ყოველდღიურად მაბერებს
- +

30 იანვარი. 2020. 12:43

 

 „მხოლოდ ქართულიდან“ გავარდნილმა მონაწილემ ლაშა ნანობაშვილმა ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში დედაზე ისაუბრა.

 

„დედას ავთვისებიანი სიმსივნე აღმოჩნდა და ოპერაცია გაუკეთდა. წარმატებით ჩაიარა, მაგრამ სიცოცხლის გარანტია არავინ მოგვცა. ეს ისეთი სენია, განწყობას რომ აქვს მნიშვნელობა. დედა კი ჩემზე ასჯერ მეტად ბრძოლისუნარიანია, მაგრამ იმდენი პრობლემაა, სანერვიულო არ ელევა და მასზე ფიქრიც მაბერებს ყოველდღიურად. თითქმის 2 წელია, რაც ოპერაცია გაიკეთა და ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა. იმაზე უფრო ვდარდობ, რომ ვიცი, რამემ რომც შეაწუხოს, არ მეტყვის. ახლა იტალიაში მუშაობს და აქედან ვერ ვამოწმებ“, - აღნიშნა ნანობაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი