logo_geo
ნატო გელაშვილი: ლუკასთვის ჯობდა, არ ყოფილიყო ნატო გელაშვილის შვილი
- +

30 იანვარი. 2020. 15:39

 

„ლუკასთვის ჯობდა, არ ყოფილიყო ნატო გელაშვილის შვილი“,  - ამის შესახებ მომღერალმა და კომპოზიტორმა ნატო გელაშვილმა, ჟურნალ „სარკესთან“ კონკურს „მხოლოდ ქართულზე“  საუბრისას აღნიშნა, სადაც მონაწილეობას მისი ვაჟი ლუკა ჭოხონელიძეც  იღებს.

 

ცოტა დავიბენი, რომ გავიგე, ლუკა ამ კონკურსში მონაწილეობდა, რადგან არ ვარ კონკურსის მოტრფიალე, სტრესისა და ნერვიულობისთვის შვილი არ მემეტებოდა.

 

ლუკა კარგად მყავს შესწავლილი და მუსიკოსისთვის მარტივი გასაგებია, მღერის და აქვს ეს შინაგანად ადამიანს თუ არა.

ლუკას პატარაობიდნავე ჰქონდა ეს ყველაფერი, მაგრამ ჩემი შვილებით აჟიტირება არ მჩვევია. ის პატარა ასაკიდანაა ამ ყველაფრით მოწამლული და მისთვის მთავარია, უყვარდეთ, როგორც ინდივიდუალური მომღერალი და არა - როგორც ნატოს შვილი.

 

ლუკას პირველ გასვლაზე ძალიან ვნერვიულობდი, რადგან მისთვის ეს ნული კლასივით იყო სცენასთან მიმართებაში. არ ჰქონია ასეთი ინდივიდუალური გამოსვლები. რაც შეეხება ჟიურის წევრებს, ყველა მათგანს ვიცნობ და პროექტის მესვეურთანაც ვმეგობრობ. იქიდან გამომდინარე, რომ ამ სფეროში დავბერდი.

 

ჩემი ბუნების გამო ყველასთან არაჩვეულებრივი დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ რაც კონკურსი დაიწყო, საერთოდ ვერიდებოდი ყველასთან კონტაქტს, რათა მათთვის უხერხულობის განცდა არ შემექმნა“, - განაცხადა ნატო გელაშვილმა.

 

 

 

big_banner
არქივი