logo_geo
მარტა ბარამიძე: ცხოვრებაში მაქსიმეს მსგავსი ადამიანები არ მიზიდავს
- +

31 იანვარი. 2020. 13:53

 

 

„ჩვენი“ მაქსიმე ამ გოგოთი თავბრუდახვეული დარჩა, თუმცა მე მაქსიმეს მსგავსი ბიჭი არ მომეწონებოდა“, - ამის შესახებ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ ახალგამოჩენილმა დამწყებმა მსახიობმა მარტა ბარამიძემ ჟურნალ „გზასთან“ საკუთარ პერსონაჟზე დეაზე საუბრისას განაცხადა.

 

„ჩემი პერსონაჟი ჟურნალისტია, მხიარული, ლაღი ადამიანი. გოგო, რომელიც ნებისმიერი რამის ფასად თავისას გაიტანს და გააკეთებს, მაგრამ ამავდროულად, თავისი ხასიათს სილაღეს, ცოტა სიცანცარეს არ დაკარგავს, თუმცა, საქმეში პროფესიონალია. მოკლედ, „დიდი“ სერიოზული გოგოა, შინაგანად ბავშვი. ვფიქრობ, რომ ჩემი პერსონაჟი მგავს.

 

„ჩვენი“ მაქსიმე ამ გოგოთი თავბრუდახვეული დარჩა, თუმცა მე მაქსიმეს მსგავსი ბიჭი არ მომეწონებოდა. მაქსიმე ერთი უსაქმური ტიპია, სახლში ზის და თამაშობს. მგონი, ცოტათი დეპრესიაშიც არის. ცხოვრებაში ასეთი ადამიანები არ მიზიდავს“, - განაცხადა მარტა ბარამიძემ.

 

 

big_banner
არქივი