logo_geo
ირაკლი კაპანაძე: სიყვარულში ცოტა უნიათო გამოვდექი
- +

31 იანვარი. 2020. 15:18

 

„სიყვარულის ამბებში ისეთი თავდაჯერებული არ ვარ, როგორიც ბევრ სხვა საკითხში“, - ამის შესახებ პროექტ „დიდი სცენის“ ერთ-ერთმა ფავორიტმა, ირაკლი კაპანაძემ ჟურნალ „სარკესთან“ განაცხადა.

 

„სიყვარულის ამბებში ცოტა მოვიკოჭლებ. სულ ვცდილობ, ვიყო აქტიური ჩემს კარიერაში, ვისწავლო ბევრი, ვიყო სხვადასხვა პროექტებში ჩართული.

 

სიყვარულში ცოტა უნიათო გამოვდექი. სიყვარულის ამბებში ისეთი თავდაჯერებული არ ვარ, როგორიც ბევრ სხვა საკითხში. ძალიან უკუმპლექსო ვარ ბევრ რამეში, მაგრამ ძალიან ბევრი კომლექსი მაქვს კონკრეტულ საკითხებში.

სიყვარულზე  საუბარიც მიჭირს და გრძნობების გამოხატვაც. მოკლედ, სიყვარული ჩემთვის არ გამხდარა პრიორიტეტული“, - განაცხადა  ირაკლი კაპანაძემ.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი