logo_geo
სოსო გოგაშვილი: „ნაცმოძრაობის“ დროს რომ მომხდარიყო ეს საქმე, თემირლანის შემდეგ იქვე მოკლავდნენ...
- +

31 იანვარი. 2020. 16:52

 

 

სოსო გოგაშვილი: „ნაცმოძრაობის“ დროს რომ მომხდარიყო ეს საქმე, თემირლანის შემდეგ იქვე მოკლავდნენ...

 

„ნაციონალური მოძრაობის“ დროს რომ მომხდარიყო ეს საქმე, თემირლან მაჩალიკაშვილის შემდეგ იქვე მოკლავდნენ...“ - ამასთან დაკავშირებით საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა გადაცემა „რეაქციაში“ ისაუბრა.

 

„ჩემი გადმოსახედიდან, მალხაზ მაჩალიკაშვილი არის ტერორისტი. იმიტომ, რომ მას ჩემი შვილიშვილების - 2 წლის ბარბარესა და იოსების მოკვლა უნდოდა. მამაჩემის საფლავზე უნდოდა, რომ მათი ტვინი და სისხლი ერთმანეთში აერია.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ დროს რომ მომხდარიყო ეს საქმე, მაჩალიკაშვილის შემდეგ იქვე მოკლავდნენ ვახასაც, მედიკოსაც, დებსაც, ბებიასაც ან შეიძლება ცეცხლი წაეკიდებინათ სახლისთვის და ამოეწვათ ყველა. იგივე გააკეთეს მარგოშვილებზე და ლაფანყურის ოპერაციის დროსაც“, - განაცხადა გოგაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი