logo_geo
ზუკა ხუციშვილი: გიო დღეს რომ მხედავდეს, გამამხნევებდა, მეტყოდა, ერთი წამით არ დანებდე, არ გაჩერდეო
- +

31 იანვარი. 2020. 18:03

 

 

რთულია მის გარეშე, მაგრამ ცხოვრება გრძელდება და სხვანაირად არ გამოდის. გიო დღეს რომ მხედავდეს, გამამხნევებდა, მეტყოდა, ერთი წამით არ დანებდე, არ გაჩერდეო. სწორედ ამ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და საქმეს ვაგრძელებ. ვცდილობ, ყველაფერი გავაკეთო, - ამის შესახებ მომღერალმა ზუკა ხუციშვილმა ჟურნალ „სარკესთან“ მამაზე, მომღერალ გიო ხუციშვილზე საუბრისას განაცხადა.

 

გიოზე ლაპარაკი და მისი ქება ცოტა მეუხერხულება, მაგრამ ვიტყვი, რომ ყველა მხრივ ძალიან დიდი ადამიანი იყო. საზოგადოება მას მხოლოდ ქალაქური მუსიკით იცნობდა. მე კი გეტყვით, რომ გიოს არა მხოლოდ მუსიკაში აქვს უამრავი რამ გავლილი, ის აფხაზეთის ომის ვეტერანი იყო, წყალბურთს თამაშობდა, სამთავრობო სტრუქტურაშიც მუშაობდა, ასევე, სპორტის სასახლის დირექტორიც იყო. უამრავი რამ მახსენდება და ყველაფერს ალბათ ვერც ჩამოვთვლი. ერთი სიტყვით, მრავალმხრივ ნიჭიერი იყო.

 

ახლახან მისი სახელობის ქუჩაც გაიხსნა, რომელიც ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის ქუჩების დამაკავშირებელია. ამაზე მოლაპარაკებები დიდი ხანი მიმდინარეობდა და მეც აქტიურად ვიყავი ჩართული, ყველას, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო, მინდა, მადლობა გადავუხადო“, -  განაცხადა ზუკა ხუციშვილმა.

 

 

big_banner
არქივი