logo_geo
გოგა ხაინდრავა: კინო ჩემი ცხოვრებაა, ამისთვის დავიბადე
- +

31 იანვარი. 2020. 18:24

 

 

რეჟისორ გოგა ხაინდრავასთვის კინო მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. როგორც რეჟისორი აცხადებს, პროფესია მამის გავლენით აირჩია. გოგა ხაინდრავა  აღნიშნავს, რომ მამამისს საინტერესო ცხოვრების ისტორია ჰქონდა.

 

„გოგა ხაინდრავა არის კინო. ესაა ჩემი ცხოვრება. დარწმუნებული ვარ, ამისთვის დავიბადე. მე კინოთი ვცხოვრობ. მწერლის ოჯახში გავიზარდე. მამაჩემი მწერალი იყო და ძალიან პატარა ასაკიდან მახსოვს, მაგიდაზე გვიდებდა, რასაც წერდა, ალბათ ამანაც იმოქმედა. ძალიან საინტერესო ისტორიის კაცი იყო. დაიბადა ჩინეთში, 33 წლის იყო, საქართველოში რომ ჩამოვიდა და უამრავი საინტერესო ისტორია ჰქონდა - ჩინური მოტივები, ისტორია, ბავშვობა, მერე ახალგაზრდობა, სკოლა, ინსტიტუტი და მეორე მსოფლიო ომი. ამ ატმოსფეროში გავიზარდე“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად“.

 

big_banner
არქივი