logo_geo
თემურ წიკლაური: სიმღერა ღვთის მიერ ბოძებული საჩუქარია, როგორც სიცოცხლე
- +

31 იანვარი. 2020. 18:27

 

 

მომღერალი თემურ წიკლაური 74 წლისაა, თუმცა, ასაკის მიუხედავად, თავს კარგად გრძნობს და ბევრი გეგმა აქვს. მომღერალს მიაჩნია, რომ ასაკი არაფერია და ღმერთისგან ბოძებულ სიცოცხლეს მოფრთხილება სჭირდება.

 

„58 წლის ვიყავი, როდესაც ოპერა ვიმღერე, მურმანის პარტია. 3 სოლო კონცერტი გავაკეთე. თუ ასაკი მეტყობა, ამას ვერ ჩავიდენდი. ასაკი ჩვენივე მოგონილია. მე მოხუცი არ ვარ, არც წლებს ვითვლი, მიუხედავად იმისა, რომ 74 წლის ვარ.  ნუ იფიქრებთ, რომ წლების გამო რაიმე არ შეგიძლიათ. სიმღერა ღვთის მიერ ბოძებული საჩუქარია, როგორც სიცოცხლე. ამას გაფრთხილება და მოვლა სჭირდება. ჩვენ ვქმნით ჩვენს ბედს. გაანძრიე ხელი და გეშველებაო, უფალმა გვითხრა. ერთ მშვენიერ დღეს დადგება დრო, როდესაც წავალ სცენიდან. ჩვენ ვიბრძვით, დროს ვებრძვით და ასევე ყოფიერებას. თუ იფიქრე, რომ დამარცხდები, ეს ასეც იქნება. შინაგანი რწმენა გამარჯვებისა ყოველთვის უნდა გქონდეს. თუ ღვთის გზით დადიხარ და ღმერთის წყალობა გაქვს, შენი დამმარცხებელი არ არსებობს“, - განაცხადა თემურ წიკლაურმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად“.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი