logo_geo
თემურ წიკლაური: ჩემი ღალატი ჯერ არავის ახსოვს
- +

31 იანვარი. 2020. 18:28

 

 

„ვცხოვრობ ისეთი, როგორიც ვარ. არაფერს  ვთამაშობ, რასაც ვმოქმედებ, ისეთი სახელი მაქვს ხალხშიც“, - განაცხადა თემურ წიკლაურმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად“.

 

 

მომღერალი მიიჩნევს, რომ მისი პიროვნება იმ როლებმა შექმნეს, რომელიც არაერთ სპექტაკლში აქვს ნათამაშები.

 

„ვარ თავდადებული. თუ საქმეში ჩავერთე,  ჩემი ღალატი ჯერ არავის  ახსოვს. ვეძებ სიმღერებს და ეს სიმღერები უფრო იტყვიან ჩემს შესახებ, ვიდრე მე ვამბობ.

 

4 სპექტაკლიდან, რაც „ივერიამ“ გააკეთა და დაახლოებით 25 საკონცერტო პროგრამიდან, არასოდეს დამარცხება არ გვიწვნევია.  „ჩხიკვთა ქორწილი“, „ფიროსმანი“, „არგონავტები“, „თოვლის ბებოს ზღაპარი“,  ამან შექმნა ჩემი პერსონა“, - განაცხადა თემურ წიკლაურმა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი