logo_geo
ლაშა ნანობაშვილი: იმდენად არაფერში მიმართლებდა, უკვე მხიარული ნევროზი დამეწყო
- +

1 თებერვალი. 2020. 13:23

 

„მიუხედავად იმისა, რომ კონკურსში დიდი ვერაფერი გავაკეთე, მგონია, ნავსი გატყდა“, - ამის შესახებ „მხოლოდ ქართულის“ ყოფილმა მონაწილემ, ლაშა ნანობაშვილმა ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას აღნიშნა.

 

„მიუხედავად იმისა, რომ კონკურსში დიდი ვერაფერი გავაკეთე, მგონია, ნავსი გატყდა, რადგან მანამდე 10 წლის განმავლობაში, იმდენად არაფერში მიმართლებდა, უკვე მხიარული ნევროზი დამეწყო. ძალიან ცუდი რამე რომ ხდებოდა, სიცილით ვკვდებოდი, რადგან უკვე ველოდი, რომ ასე იქნებოდა.

 

თავმობმული და გადაწყვეტილი რომ იყო საქმე, საოცრება ხდებოდა და არ გამოდიოდა. ამიტომაც, ცოტა არ იყოს, დავეცი და ენერგია, ჟინი გამომეცალა ბრძოლისა და ჭიდაობის. ახლა კი, რადგან ერთი ნაბიჯი მაინც გადავდგი წინ, ჩემი დრო დადგება და რაღაც იქნება“, - განაცხადა ლაშა ნანობაშვილმა.

 

big_banner
არქივი