logo_geo
ოთარ ფოლადაშვილი: ყველა გამორჩეული, ვარსკვლავი გოგონა ვინც იყო, ჩემი მეწყვილე გახდა
- +

1 თებერვალი. 2020. 14:40

 

ყველა გამორჩეული, ვარსკვლავი გოგონა ვინც იყო, ჩემი მეწყვილე გახდა“, - ამის შესახებ მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილმა ჟურნალ „სარკესთან“ პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებზე“ საუბრისას აღნიშნა.

 

„ცხოვრებაში იღბალს არ ვუჩივი, ძალიან იღბლიანი ვარ. შესაბამისად, ყველა სეზონში და ყველა მეწყვილეში გამიმართლა. ყველა გამორჩეული, ვარსკვლავი გოგონა ვინც იყო, ჩემი მეწყვილე გახდა, თუმცა, ამ შემთხვევაში მოცეკვავის, ანუ ჩემი, როლი ძალიან დიდია მათ განვითარებაში.

 

მაყურებელმა უნდა დაინახოს, რომ იმ 3 თვის განმავლობაში მოცეკვავე წინ მიდის. ამაში ვეხმარები. დიდ შრომას და ენერგიას ვდებ, რომ მათი ყოველი ცეკვა წინაზე უკეთესი და განსაკუთრებული იყოს.

 

მეწყვილეების მიმართ მომთხოვნი იმიტომ ვარ, რომ კარგი შედეგი მივიღოთ. ზუსტად ვიცი, ამისთვის რა შრომაა საჭირო, ამიტომ მაქსიმუმს ვითხოვ“, - განაცხადა ოთო ფოლადაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი