logo_geo
ნინო გელანტია: საქართველოში რომ მსგავსი ვირუსი გავრცელებულიყო, ალბათ პანიკითა და ფსიქიკური გაუწონასწორებულობით უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვლებოდა
- +

1 თებერვალი. 2020. 16:36

 

პეკინში ყველა იცავს წესებს, ჰიგიენის ნორმებს და სჯერათ, რომ ძლიერი სახელმწიფოა, რომელსაც ვირუსებთან ბრძოლის გამოცდილებაც აქვს  და პრობლემა მალე მოგვარდება“, - ამის შესახებ ჩინეთში მცხოვრებმა ქართველმა მასწავლებელმა ნინო გელანტიამ განაცხადა, რომელიც ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუს დროს, ჩინეთში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს გამოეხმაურა.

 

„საქართველოში რომ მსგავსი ვირუსი გავრცელებულიყო, ალბათ პანიკითა და ფსიქიკური გაუწონასწორებულობით გარდაცვალების უფრო მეტი შემთხვევა დაფიქსირდებოდა. პეკინში ყველა იცავს წესებს, ჰიგიენის ნორმებს და სჯერათ, რომ ძლიერი სახელმწიფოა, რომელსაც ვირუსებთან ბრძოლის გამოცდილებაც აქვს  და პრობლემა მალე მოგვარდება.

იყო შემთხვევები, როცა ადამიანები პირბადის გარეშე გადიოდნენ ქუჩაში და ამის გამო ჯარიმებიც დააწესეს. თუ ვინმე სხვის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს, სჯიან“, - განაცხადა ნინო გელანტიამ.

 

 

 

big_banner
არქივი