logo_geo
გოგა ხაინდრავა: უფროსი ვაჟისთვის პრობლემის მომტანი მამა ვარ
- +

2 თებერვალი. 2020. 20:24

 

 

 

რეჟისორი გოგა ხაინდრავა, ჯერ ისევ ახალგაზრდად გრძნობს თავს. მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია.

 

 

 

როგორც რეჟისორი აცხადებს, ასაკს მხოლოდ მაშინ გრძნობს, როდესაც მისი შვილიშვილი, ანდრია უჭირავს.

 

 

 

„65 წლის გავხდები წელს. ასაკის შიში არ მაქვს. პირველად ასაკი ვიგრძენი, როდესაც ჩემი შვილიშვილი, ანდრია გაჩნდა. როდესაც  6 თვის ანდრია ხელში მიჭირავს, მაშინ ვგრძნობ რომ ასაკი მოვიდა, მაგრამ,  შინაგანად და ფიზიკურად ასაკს ვერ ვგრძნობ,“ - აცხადებს გოგა ხაინდრავა.

 

 

 

რეჟისორს მიაჩნია, რომ კარგი ბაბუაა, თუმცა აცხადებს, რომ მის უფროს ვაჟს ბევრის გადატანა მოუწია, თავისი, არც ისე მარტივი ცხოვრების გამო.

 

„კარგი ბაბუა ვარ მგონი. ყოველ შემთხვევაში ჩემი შვილიშვილები ძალიან მიყვარს და მათაც ძალიან ვუყვარვარ.   ჩემი უფროსი ვაჟისთვის, ლევანისთვის,  ბევრი პრობლემის მომტანი მამა ვარ. იმიტომ, რომ რთულ დროს მოუწია გაზრდა. რა თქმა უნდა მის ცხოვრებაზე ამან სერიოზული გავლენა მოახდინა. ჩემს შვილთან არ მაქვს მაინცდამაინც მარტივი ურთიერთობები, მაგრამ ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. მარიამი, ჩემი მეორე შვილი, ხსნა იყო ჩემთვის,“ - განაცხადა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

 

 

big_banner
არქივი