logo_geo
მამა ლევან ფირცხალაიშვილი: სააკაშვილი საქართველოს მასშტაბით იყო პატარა ანტიქრისტე!
- +

9 მარტი. 2017. 14:07



„მეუფე პეტრე სულიერების არსის აზრზე არ არის!" - ამის შესახებ კარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი და პატრიარქის ყოფილი პრესმდივანი მამა ლევან ფირცხალაიშვილი „ასავალ-დასავალს" ესაუბრა და სააკაშვილისა და მეუფე პეტრეს ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, იმის მაგივრად, რომ მეუფე პეტრეს სააკაშვილი ემხილებინა, პირიქით, თავისი დუმილით მას ახალისებდა.

 

„მეუფე პეტრეს მტერი ნამდვილად არ ვარ. შეიძლება, ახლა დიდ ცოდვაშია გახვეული და დაცემულია, მაგრამ თუ წამოდგომაში ჩემი დახმარება დასჭირდება, უარს არ ვეტყვი! ეკლესიის მტერი ჩემი მტერიც არის, მაგრამ მტრების წინაშეც ვიცით, როგორ უნდა მოვიქცეთ!

 

როგორც პატრონი ეფერება თავის კატას და პირიქით - კატა ეგლასუნება ალერსით პატრონს, სწორედ ასეთია მეუფე პეტრესა და სააკაშვილის ურთიერთდამოკიდებულება! როცა სააკაშვილი ქვეყნის სათავეში იყო მოკალათებული და ერთპიროვნულად იჭერდა, აწამებდა, ქონებას ართმევდა, ამცირებდა და კლავდა ადამიანებს, ასეთი დამოკიდებულება იყო მაშინაც. სააკაშვილი საქართველოს მასშტაბით იყო პატარა ანტიქრისტე!

 

მეუფე პეტრე, ნაცვლად იმისა, რომ ემხილებინა ანტიჰუმანურ, ანტიქრისტიანულ საქციელში, თავისი დუმილით ახალისებდა მას. ვინც ბოროტებას არ ამხელს, თავადაც ბოროტების თანამონაწილეა! ნებისმიერმა მოძღვარმა უნდა იქონიოს ურთიერთობა ცოდვაში ჩაფლულ სულიერ შვილთან, მაგრამ თავისკენ, ანუ ეკლესიის წიაღისკენ უნდა მოიზიდოს და არ უნდა გაჰყვეს ცოდვაში ჩასაფლობად", - ამბობს მამა ლევანი. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი