logo_geo
თამო ჯიჯელავა: იქნებ ჩვენ უფო გვჭირდებოდა პატარა ანიტა, რომელიც ვეღარ გაიზრდება
- +

3 თებერვალი. 2020. 13:20

 

 

იქნებ ანიტას დედიკოსაც უნდოდა, ყოველ დილით საუზმე მოემზადებინა და შუბლზე კოცნით დამშვიდობებოდა საბავშვო ბაღის კართან.


იქნებ მასაც უნდა, ყოველ ღამით შვილის სუნთქვისთვის მოესმინ
, ისევე რიგორც ყველა მშობელს... ალბათ ბევრჯერაც უთქვამს, მძინარე რა ლამაზიაო, მაგრამ ღმერთო, ვფიცავ, ასეთი ძილი არ უგულისხმია“, - ამის შესახებ ფოტოგრაფი თამო ჯიჯელავა წერს, რომელიც სოციალურ ქსელში 2 წლის ანიტა ფაცაციას გარდაცვალებას ემოციურად ეხმაურება.  

                           

ხომ შეიძლებოდა, ასე გაეღიმა ხვალაც, ერთი თვის მერეც, ერთი წლის მერეც, ასე გაეღიმა დედიკოსთვის სკოლის პირველ დღესაც და სკოლის პერიოდში, საკუთარი სწავლით კმაყოფილი ასეთი გაღიმებული ყოფილიყო.


ხომ შეიძლებოდა, ასე ეციმციმა მის თვალებს თამაშის დროს, ასე ეციმციმა მის თვალებს გაზაფხულზე და დედიკოსთვის იებიც კი დაეკრიფა.


ხომ შეიძლებოდა, ასეთი კაშკაშა თვალებით შეეხედა დედიკოსთვის წლების მერე და მოეყოლა საკუთარ ცხოვრებაზე, მეგობრებზე, სიყვარულზე.


ხომ შეიძლებოდა, ამ თვალებს ეციმციმათ და ციცინათელებად არ გადაქცეულიყვნენ.
ხომ შეიძლებოდა, ასე დაწოლილიყო დედიკოს გვერდით და მოეყოლა, როგორ უყვარს ფერადი სათამაშოები.


ანგელოზად იქცაო?! დედიკოსაც რომ სჭირდებოდა? დედიკოსაც რომ უნდოდა თავისი, საკუთარი ანგელოზი გვერდით?

 

ჩვენ, დედები, როდის იყო, შვილებს ანგელოზებად ვუშვებდით, როდის იყო, მათი ხელიდან გამოგლეჯვა გვინდოდეს.

 

ჩვენ, დედიკოებს, შვილების ჩახუტება გვიყვარს, მათი თვალების ყურება გვიყვარს, რადგან ისინი დიდხანს უნდა ანათებდნენ.


ცივი სხეული ბავშვებს არ უხდებათ, ისინი მუდამ თბილები და მანათობელი ცისარტყელები უნდა იყვნენ.


და ამ თვალებმა რა დააშავეს, რა არ მოეწონა სამყაროს მბრძანებელს? ვეღარ გაიღვიძებს? და რამდენ ხანს ეძინება? დედიკოს რომ მოუნდეს მისი ჩახუტება და მამიკოს ჩვეული თამაში, სიცილითა და ბავშვური სიცანცარით?


თმაც აჩეჩილი ჰქონდა, რომ გაიღვიძებს, ორი კიკინა უნდა გაუკეთოს შავ-თეთრ ფერებში გადავარდნილმა დედიკომ, , ორი კიკინა, ასე იცნობს მთელი საქართველო! პატარა ანიტა, შუაზე გაყოფილო თმითა და ორი ფერადი კიკინით!


იქნებ ეს ფერადი ფერები ნაცრისფერმა შეცვალა და თვალებმაც სამუდამო ძილი გადაწყვიტეს?!


და ჩვენ დედებმა, ხალხმა, მოკვდავებმა რა დავიჯეროთ, რომ სულ ცოტა სასწაულიც არ არსებობს?


იქნებ ჩვენ უფ გვჭირდებოდა პატარა ანიტა, რომელიც ვეღარ გაიზრდება?
იქნებ ანიტას დედიკოსაც უნდოდა, ყოველ დილით საუზმე მოემზადებინა და შუბლზე კოცნით დამშვიდობებოდა საბავშვო ბაღის კართან.


იქნებ მასაც უნდა, ყოველ ღამით შვილის სუნთქვისთვის მოესმინ, ისევე რიგორც ყველა მშობელს. ალბათ ბევრჯერაც უთქვამს, მძინარე რა ლამაზიაო, მაგრამ ღმერთო, ვფიცავ, ასეთი ძილი არ უგულისხმია.


სურათს ვუყურებ და ვიცი, მხოლოდ კადრად დარჩება შენი ციმციმა თვალები და ჩვენ, საქართველო ღამღამობით, მთვარის შუქზე ციცინათელების მოსვლას დაველოდებით“, - წერს თამო ჯიჯელავა.

 

 

big_banner
არქივი