logo_geo
გიო ტაბიძე: სამწლიანი ურთიერთობა ერთი უაზრო ნაბიჯით დაინგრა
- +

3 თებერვალი. 2020. 14:24

 

 

„მგონია, რომ ჩემს თავს ვაჯობე და რაღაცეები გადავიტანე“, - ამის შესახებ მსახიობმა გიო ტაბიძემ, ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას აღნიშნა.

 

სასიყვარულო ურთიერთობასთან დაკავშირებით  პატარა დრამები მქონდა და მგონია, რომ ძლიერი ადამიანი ვარ.

 

ჩემს თავს რამე ცუდი რომ ხდება, შემიძლია, ისე დავძლიო, რომ საკუთარ თავში არ ჩავიკეტო და მოთქმა არ დავიწყო. მგონია, რომ ჩემს თავს ვაჯობე და რაღაცები გადავიტანე.

 

როცა ცხრამეტი წლის ასაკში ვიყავი,  ჩემს ცხოვრებაში სამწლიანი ურთიერთობა ერთი უაზრო ნაბიჯით დაინგრა.

 

საბოლოო ჯამში, ალბათ, ორივეს მიზეზით, მაგრამ უფრო მის მიერ გადმოდგმული არასწორი ნაბიჯით. ისეთი რამ მოხდა, რამაც შოკში ჩამაგდო და დაახლოებით ერთი წელი ამ ამბავზე ვიყავი ჩაციკლული. ნელ-ნელა კი, ყველაფერი დავძლიე“, - განაცხადა გიო ტაბიძემ

 

 

big_banner
არქივი