logo_geo
ეკა ჩხეიძე: დღეს მე ჩემი სიამოვნებისთვის ვცხოვრობ
- +

3 თებერვალი. 2020. 15:46

 

 

„ვისთანაც მინდა, იმასთან ვურთიერთობ. სადაც მინდა, იქ მივდივარ და მოვდივარ. ვარ თავისუფალი ადამიანი და ვცხოვრობ ისე, როგორც ეკა ჩხეიძეს უნდა“, - ამის შესახებ მსახიობმა ეკა ჩხეიძემ ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას აღნიშნა.

 

„დღეს მე ვცხოვრობ ჩემი სიამოვნებისთვის. ბავშვები გაიზარდნენ, ყოველ წუთას დედა აღარ სჭირდებათ. ერთი იტალიაში ცხოვრობს, მეორე - სკოლას ამთავრებს და დიდი, დამოუკიდებელი ბიჭია, ანუ შვილების დევნა, აბა, ჩაიცვი, აჭამე, წაიყვანე და მოიყვანე რომ აღარ მიწევს, ჩემი თავისთვის ვიცლი, რასაც მინდა, იმას ვაკეთებ.

 

ვისთანაც მინდა, იმასთან ვურთიერთობ. სადაც მინდა, იქ მივდივარ და მოვდივარ. ვარ თავისუფალი ადამიანი და ვცხოვრობ ისე, როგორც ეკა ჩხეიძეს უნდა“, - აცხადებს ეკა ჩხეიძე.

 

 

big_banner
არქივი