logo_geo
გიორგი მახარაძე: „ჩცდ“-ში მამაჩემის ისტორია გაცოცხლდა
- +

3 თებერვალი. 2020. 16:55

 

 

„ძალიან მომწონს ის ყველაფერი, რაც ახლა მაქსიმეს თავს ხდება“, - ამის შესახებ ჟურნალ „სარკესთან“ მსახიობმა გიორგი მახარაძემ, საკუთარ ეკრანულ გმირზე, მაქსიმეზე საუბრისას აღნიშნა.

 

„ძალიან მომწონს ის ყველაფერი, რაც ახლა მაქსიმეს თავს ხდება. მეც მაყურებლის თვალით ვუყურებ და მაინტერესებს, როგორ განვითარდება მოვლენები.

 

მაქსიმეს ისტორია ძალიან ჰგავს მამაჩემისას. ის მეშვიდე სართულზე გადაძვრა, როდესაც მეზობელი კარს არ აღებდა. სერიალში მამაჩემის ისტორია გაცოცხლდა.

 

მე რაც შემეხება, გმირობას ვერ დავარქმევ ჩემს საქციელს, მაგრამ მეც მქონია ცხოვრებაში მომენტი, როდესაც ადამიანისთვის დახმარების ხელი გამიწვდია.

ჩემი ცხოვრებაც შედგება პატარა-პატარა გმირობებისგან ისევე, როგორც ყველა ადამიანის“, - განაცხადა გიორგი მახარაძემ.

 

 

big_banner
არქივი