მომღერალ ლედი გაგას ახალი ბოიფრენდი ჰყავს. ამის შესახებ გამოცემა „Page Six“ იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, მომღერლის ახალი რჩეული მაიკლ პოლანსკია, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია.
ამჟამად ის კომპანია „Parker Group“-ის საქველმოქმედო პროექტებზე მუშაობს. 1 თებერვალს წყვილი პაპარაცებმა „Super Bowl“-ის მატჩზე დააფიქსირეს. პირველად კი ლედი გაგასა და მაიკლ პოლანსკის ურთიერთობის შესახებ იანვრის დასაწყისში გახდა ცნობილი.