„ჩემთვის ძალიან უცნაურია, რომ სრულიად უცხო ადამიანებს მოვწონვარ და შეუძლიათ, ჩემს მიმართ სითბო და სიყვარული გამოხატონ. წინათ ასეთ სიტუაციაში არასოდეს ვყოფილვარ“, - ამის შესახებ დამწყებმა მსახიობმა მარტა ბარამიძემ ჟურნალ „გზასთან“ საუბრისას აღნიშნა.
„პოპულარობა გაცნობიერებული არც მაქვს - ამაზე არასდროს ვფიქრობ, ცხოვრებას ჩვეულებრივად ვაგრძელებ.
ჩემთვის ძალიან უცნაურია, რომ სრულიად უცხო ადამიანებს მოვწონვარ და შეუძლიათ, ჩემს მიმართ სითბო და სიყვარული გამოხატონ. წინათ ასეთ სიტუაციაში არასოდეს ვყოფილვარ.
ვაიმე, რით დავიმსახურე-მეთქი? - ასეთი განცდა მეუფლება ხოლმე. მაგალითად სადმე მივდივარ ან რამეს ვაკეთებ და უცხო ადამიანი მოდის - ფოტოს გადაღებას ან ჩახუტებას მთხოვს. მაშინ მახსენდება, რომ მიცნობენ“, - განაცხადა მარტა ბარამიძემ.