logo_geo
ეკა ჩხეიძე: ზოგს ფანები რომ ნერვებს უშლიან, მე პირიქით ვარ - ჩემი ყველა ნორმალური თაყვანისმცემელი მიყვარს
- +

5 თებერვალი. 2020. 15:57

 

 

„მე ჩემი ყველა ნორმალური თაყვანისმცემელი მიყვარს, ვაფასებ და მადლობას ვუხდი მათ სიყვარულისა და პატივისცემისათვის“, - ამის შესახებ მსახიობმა ეკა ჩხეიძემ  ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას აღნიშნა.

 

„ერთი თაყვანისმცემელი მთელი ცხოვრებაა მყავს და აღარც მეცინება მასზე. ერთხელ მითხრა: შენი ქმრიანად მოგიყვან ცოლადო. ეს უკვე ამოჩემებაა, კომპლექსი აქვს, რომ თავისი ვერ გაიტანა და ეს აგრესიაში გადასდის.

 

არ მეგულება ადამიანი, ვისაც არ უხარია, როცა თაყვანისმცემელი ჰყავს. მე ჩემი ყველა ნორმალური თაყვანისმცემელი მიყვარს, ვაფასებ და მადლობას ვუხდი მათ სიყვარულისა და პატივისცემისათვის. მით უმეტეს, როცა შენი კარგად ყოფნა გულწრფელად უხარიათ და არა - მოგკლავ და ზედ დაგაკვდები!

 

ზოგს ფანები რომ ნერვებს უშლიან, მე პირიქით ვარ, მაგრამ როცა ვინმე ამოგიჩემებს, ეს არანორმალურობაა“, - აღნიშნა მსახიობმა ეკა ჩხეიძემ.

 

 

big_banner
არქივი