logo_geo
მარტა ბარამიძე: შეიძლება, მაქსიმეს მსგავსი ბიჭი ძალიან კარგი ადამიანი იყოს და მასში სწორედ ეს თვისებები მოგეწონოს
- +

5 თებერვალი. 2020. 16:20

 

 

„ადამიანებს მხოლოდ სამსახურის მიხედვით ხომ არ ვაფასებთ?! შეიძლება, მაქსიმეს მსგავსი ბიჭი ძალიან კარგი ადამიანი იყოს და მასში სწორედ ეს თვისებები მოგეწონოს“, - ამის შესახებ დამწყებმა მსახიობმა მარტა ბარამიძემ ჟურნალ „თბილისელებთან,“ საკუთარ როლზე საუბრისას განაცხადა.

 

„დეას მოეწონება თუ არა მაქსიმე, ჯერ არ ვიცი, თან, დეა ისეთი გოგოა - აი, თავისი საქმის პროფესიონალი, ხალისიანი... რაღაცით მგავს კიდეც. მარტას არ მოსწონს ეგეთი ბიჭები. შეიძლება, ადამიანს რაღაც პერიოდი ჰქონდეს გაურკვევლობა საკუთარ თავთან, ამ დროს გულს ვერ უდებენ სამსახურს და ეს არ არის რაღაც კატასტროფა.

 

ადამიანებს მხოლოდ სამსახურის მიხედვით ხომ არ ვაფასებთ?! შეიძლება, მაქსიმეს მსგავსი ბიჭი ძალიან კარგი ადამიანი იყოს და მასში სწორედ ეს თვისებები მოგეწონოს, იმდენადაც კი, რომ თავად გახდე მოტივატორი ამ ადამიანისთვის“, - განაცხადა მარტა ბარამიძემ.

 

 

big_banner
არქივი