„ემოციური გავხდი ყველა წვრილმანის მიმართ. ყველა რესურსი ამოვწურე, ნერვიულობა, ტკივილი, ცრემლი. სხვა რაღაცეები თითქოს არ მაღელვებს. სხვანაირი გავხდი და იმედია, ეს დიდხანს არ გაგრძელდება“, - ამის შესახებ მსახიობმა ნანუკა გულუამ საინფორმაციო პორტალ ambebi.ge-თან ინტერვიუს დროს, მამის გარდაცვალებაზე საუბრისას აღნიშნა.
„მიუხედავად იმისა, რომ პატარა აღარ ვარ, მამის გარდაცვალების შემდეგ მიმაჩნია, რაღაც ფერადი დამთავრდა ჩემს ცხოვრებაში.
ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მთვრალი ვარ, კიდევ კარგად ვერ ვიაზრებ, რა მოხდა. შინაგანი ბედნიერების შეგრძნება მაქვს გამქრალი. ის ბრჭყვიალება, რაც მქონდა, აღარ მაქვს.
ემოციური გავხდი ყველა წვრილმანის მიმართ. ყველა რესურსი ამოვწურე, ნერვიულობა, ტკივილი, ცრემლი. სხვა რაღაცეები თითქოს არ მაღელვებს. სხვანაირი გავხდი და იმედია, ეს დიდხანს არ გაგრძელდება. როცა მამას კარგავენ, ნანობენ, რომ რაღაც დააკლეს, ისე ვერ გააკეთეს და ა.შ. მე ასე ვერ ვიტყვი, ყველა წუთი და წამი ათვისებული მაქვს მასთან ურთიერთობის, მასთან ყველა დრო სიყვარულში და პოზიტივში მაქვს გატარებული. ახლა უკვე მარტო ვარ. ოჯახი და მეგობრები ჩემს გვერდით არიან, მაგრამ განცდა მაქვს, მარტო დავრჩი“, – განაცხადა ნანუკა გულუამ.