logo_geo
ეკა მამალაძე: ქართველებს ცუდად გვაქვს აღქმული, რომ თითქოს 60 წლის ასაკში არ შეიძლება გათხოვებაზე ფიქრი
- +

7 თებერვალი. 2020. 20:01

 

 

ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ თუ გამოჩნდა სიყვარული, ეს ჩემთვის მიუღებელი არ იქნება“, - ამის შესახებ ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში მომღერალმა ეკა მამალაძემ განაცხადა.

 

ჩვენ, ქართველებს, გვაქვს ცუდად აღქმული, რომ თითქოს 60 წლის ასაკში როგორ შეიძლება სიყვარულზე და გათხოვებაზე ფიქრი. ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ თუ გამოჩნდა სიყვარული, ეს ჩემთვის მიუღებელი არ იქნება.

 

28 წლის ვიყავი, რომ დავქვრივდი და ორი შვილით დავრჩი მარტო. როცა მივხვდი, რომ ცხოვრება უნდა გამეგრძელებინა, გავაგრძელე კიდეც. ეს არ ნიშნავს, რომ ჩემს მეუღლეს და მის ოჯახს პატივს არ ვცემდი. შეიძლება, არ დაიჯეროთ, მაგრამ ჩემი პირველი ქმრის, გოგის, დაბადების დღეს, 3 მაისს, ოჯახში ყოველთვის აღვნიშნავთ. ეს ტრადიცია არც მაშინ დარღვეულა, როდესაც მეორე ქმარი მყავდა“, – განაცხადა ეკა მამალაძემ. 

 

 

big_banner
არქივი