logo_geo
მაია ბარათაშვილი: ვთვლი, რომ ის ურთიერთობა, რომელიც ქორწინებამდე არ მიგიყვანს, არ ღირს
- +

9 თებერვალი. 2020. 12:49

 

 

„სიყვარული თავგანწირვისთვის მზაობაა და მხოლოდ ამ შემთხვევაში აქვს აზრი ოჯახს,“ - ამის შესახებ მუსიკოსმა მაია ბარათაშვილმა ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას აღნიშნა.

 

როგორც იცით, დაოჯახებული არ ვარ. განსაკუთრებით ბოლო დროს, როცა ეკლესიური გავხდი და ცოტათი ქრისტე გავიცანი, ვთვლი, რომ ის ურთიერთობა, რომელიც ქორწინებამდე არ მიგიყვანს, არ ღირს. მაგრამ მე ნამდვილ ქორწინებას ვგულისხმობ, როდესაც წყვილი მზადაა, ერთმანეთისთვის ყველაზე ძვირფასი გაიღოს, ურთიერთობა სადაც მსხვერპლშეწირვა, სწორი გაგებით, არ არის უცხო.

 

სიყვარული თავგანწირვისთვის მზაობაა და მხოლოდ ამ შემთხვევაში აქვს აზრი ოჯახს. ქორწინება - „მოდი, აბა, ვნახოთ, რა გამოგვივა“ პრინციპით – ჩემთვის მიუღებელია. თუმცა, არავის განვსჯი. მომწონებია კიდეც და მათ შორის, არასწორი ადამიანებიც, შემყვარებია კიდეც, მაგრამ დროულად მივმხვდარვარ“, - განაცხადა მაია ბარათაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი