„ჩვენ შემოდგომაზე ვგეგმავთ საერთაშორისო კონფერენციას პოლონეთის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში“, - ამასთან დაკავშირებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა და პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ზურაბ ხონელიძემ გადაცემა „ნიუსრუმში“ ისაუბრა.
„ჩვენ შემოდგომაზე ვგეგმავთ საერთაშორისო კონფერენციას პოლონეთის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში, სპეცილურად ამ თემის გარშემო. რა თქმა უნდა, ეს კონფერენცია ორი უნივერსიტეტის ფორმატში არ წარიმართება და მთლიანად საუნივერსიტეტო სივრცე ჩაერთვება. ევროკავშირი ხაიფას უნივერსიტეტის ინიციატივით, გეგმავს ახალ პროექტს - საუნივერსიტეტო დიპლომატია, სადაც ფლაგმანი ბუნებრივად არის საქართველო. მჯერა, რომ ეს პროექტი სიცოცხლისუნარიანი და ექნება გაგრძელება. ქართულ სახელმწიფოს, რომელიც იქცა პრობლემად, პრობლემიდან აქცევს პროგრესულ სახელმწიფოდ“, - აღნიშნა ხონელიძემ.