logo_geo
ანა გასიევა: მთავარი ადამიანში არა ციფრები, არამედ ხასიათია
- +

11 თებერვალი. 2020. 14:18

 

 

„გიორგი ჩემთვის არის იდეალური მამაკაცი, რომელიც ყოველ წამს მაბედნიერებს“, - ამის შესახებ მსახიობ გიორგი ყიფშიძის მეუღლემ, პროფესიით ფოტოგრაფმა, ანა გასიევამ ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას აღნიშნა.  

 

„ჩემსა და გიორგის შორის ასაკობრივი სხვაობა თითქმის 20 წელია და ეს არანაირ დისკომფორტს არ ქმნის.

 

ზრდასრული ადამიანები ვართ, გააზრებული ქმედებებითა და ნაბიჯებით. მთავარი ადამიანში არა ციფრები, არამედ ხასიათი და ცხოვრებისა თუ ურთიერთობებისადმი მიდგომაა. ამ დროს ასაკობრივი ზღვარი იშლება.

 

გიორგი ჩემთვის არის იდეალური მამაკაცი, რომელიც ყოველ წამს მაბედნიერებს. რაც შეეხება გიორგის შვილებს, მას არაჩვეულებრივი შვილები ჰყავს. ნატალიასთან ვმეგობრობ და ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, ალექსანდრე კი, უსაყვარლესია.

 

რაც შეეხება ზურას, ძალიან კარგი მამამთილია, მეგობრული“, - განაცხადა ანა გასიევამ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი