logo_geo
ლალი მოროშკინა: მე თავად ახალგაზრდა ვარ და გვერდით ვერ მეყოლება „ძველგაზრდა“ მამაკაცი
- +

11 თებერვალი. 2020. 14:48

 

 

„არ ვარ მარტოხელა ქალი, რომელიც მიდის სახლში და კედლებს ეხეთქება. რასაკვირველია, მაქვს პირადი ცხოვრება“, - ამის შესახებ პიარ-ტექნოლოგმა ლალი მოროშკინამ ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას აღნიშნა.

 

„ჩემს ცხოვრებაშიც შესაძლოა, იყოს ადამიანი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას იმაზე მეტი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში, ვიდრე ოჯახის წევრებს. ვთვლი, რომ ჰარმონიულად ვცხოვრობ.

 

არ ვარ მარტოხელა ქალი, რომელიც მიდის სახლში და კედლებს ეხეთქება. რასაკვირველია, მაქვს პირადი ცხოვრება. რაც მეტად გაიზარდნენ შვილები, მეტად საჭირო გავხდი მათთვის.

 

ჩემი ძმაც ჩემი ნაწილია, რომელიც მაღალ მწვერვალებს უახლოვდება და მის გვერდით ვდგავარ. ასე რომ, ჩემს თავს ცალკე არ განვიხილავ. რაც შეეხება ახალგაზრდა მამაკაცს, მე თავად ახალგაზრდა ვარ და გვერდით ვერ მეყოლება „ძველგაზრდა“ მამაკაცი. არ მიმაჩნია, 10 წლით ჩემზე უმცროსი მამაკაცი პატარად. ისეთი „ყვავისხელა“ ვარ, ჩემზე პატარა პატარა აღარ გამოდის“, - განაცხადა ლალი მოროშკინამ.

 

 

big_banner
არქივი