logo_geo
თაკო ჭანუყვაძე: მეუღლე ჩემი ძალიან დიდი გულშემატკივარია
- +

11 თებერვალი. 2020. 15:09

 

 

 „ჩემი მეუღლე ყოველდღიურად მავსებს კომპლიმენტებით. ძალიან მანებივრებს“ - ამის შესახებ მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობმა თაკო ჭანუყვაძემ, რომელიც ამჟამად სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ კეკეს როლს ასრულებს, ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„ათი წელია, დაოჯახებული ვარ და ჩემი მეუღლე ყოველდღიურად მავსებს კომპლიმენტებით. ძალიან მანებივრებს, თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ. ვფიქრობ, კარგი ცოლი უნდა ვიყო, რადგან ასეთი ურთიერთობა გვაქვს ამდენი ხანი და ჩვენი სიყვარული უფრო და უფრო ღრმავდება. ეს, ალბათ, იმას ნიშნავს, რომ ურთიერთობაში ორივე კარგი ვართ.

 

მეუღლე ჩემი ძალიან დიდი გულშემატკივარია. მე არ მაქვს მარტივი პროფესია და თუ ამაში მეორე ნახევარი ხელს არ გიწყობს, შეუძლებელია, რამეს მიაღწიო. ძალიან გამიმართლა, ასეთი ადამიანი რომ ვიპოვე. მე და ჩემი ქმარი სერიალს რომ ვუყურებთ, ჩემს გმირს პროფესიულ ჭრილში განვიხილავთ ხოლმე. კეკეს არაფრით ვგავარ, საერთოდ სხვანაირი ვარ.

 

ჩემი მეუღლე კმაყოფილი და ამაყია, ძალიან მოსწონს ის, რასაც მე ვაკეთებ“, - განაცხადა თაკო ჭანუყვაძემ.

 

 

big_banner
არქივი