logo_geo
ნიკოლოზ მჟავანაძე: კი მაგრამ, ეს საქართველო ნოეს კიდობანია?!
- +

11 თებერვალი. 2020. 15:36

 

 

„მახსოვს, ადრე თეა წულუკიანმა თქვა - ჩვენ ტოლერანტი ერი ვართ და გაჭირვებულ სირიელ ლტოლვილებს ზურგს ხომ არ შევაქცევთო...“ - ამის შესახებ „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ  „ასავალ-დასავალთან“ ისაუბრა.

 

„ამ დღეებში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა - თუ ჩვენ დაგვავალდებულებენ, კორონავირუსით დაავადებულებს საქართველოშიც მივიღებთო. მახსოვს, ადრე თეა წულუკიანმა თქვა - ჩვენ ტოლერანტი ერი ვართ და გაჭირვებულ სირიელ ლტოლვილებს ზურგს ხომ არ შევაქცევთო... უფრო ადრე საუბარი იყო იმის შესახებ, რომ საქართველოს უნდა მიეღო გუანტანამოს პატიმრები, საერთაშორისო დონის ტერორისტები, რომლებსაც უამრავი ადამიანი და სახელმწიფო ჰყავთ გაუბედურებული. იცით, რა მაინტერესებს? კი მაგრამ, ეს საქართველო ნოეს კიდობანია, ყველას აქ რომ გზავნიან გადასარჩენად?“ - აღნიშნა მჟავანაძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი