logo_geo
სოსო შატბერაშვილი: შალვა ნათელაშვილს მიხეილ სააკაშვილმა ფული იმიტომ კი არ მისცა, რომ...
- +

11 თებერვალი. 2020. 17:57

 

 

„სააკაშვილმა ფული მისცა იმისათვის, რომ დაპირისპირებოდა ივანიშვილს და 5%-იანი ბარიერი გადაელახა“, - ამის შესახებ „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერმა, ლეიბორისტული პარტიის ყოფილმა წევრმა სოსო შატბერაშვილმა გადაცემა „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“ განაცხადა.

 

„შალვა ნათელაშვილს მიხეილ სააკაშვილმა ფული იმიტომ კი არ მისცა, რომ ბელას შმოტკებში დაეხარჯა, ვენაში ეყიდა დუპლექსი და კალიფორნიაში ეყიდა სასახლე. ამიტომ კი არ მისცა ეს ფული. სააკაშვილმა ფული მისცა იმისათვის, რომ დაპირისპირებოდა ივანიშვილს, 5%-იანი ბარიერი გადაელახა, შევსულიყავით პარლამენტში და ვანო მერაბიშვილის კანდიდატურისთვის დაგვეჭირა მხარი პრემიერად“, - აღნიშნა შატბერაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი