logo_geo
გივი ბერიკაშვილი: სესილიამ გამლანძღა ბოლოს და ყურმილი დამიხეთქა
- +

10 მარტი. 2017. 17:13


გივი ბერიკაშვილმა ჟურნალ „გზასთან" ინტერვიუში მსახიობი სესილია თაყაიშვილი გაიხსენა.



„ერთხელ სესილია თაყაიშვილი დამემუქრა, - იცოდე, შენს ხელში ჭიქას თუ დავინახავ, ვეღარ გადამირჩებიო. მაშინ მეორედ გამისკდა კუჭი და ძლივს გადამარჩინებს. პირველ ხანებში წესიერად ვიქცეოდი, მერე ერთი ჭიქა შევაპარე, ერთს მეორეც მივაყოლე და მოკლედ, რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ კარგადაც შევუბერე. ეს ამბავი სესილიას ყურამდეც მივიდა და ერთ მშვენიერ დღეს, სახლში ტელეფონმა დარეკა. ავიღე ყურმილი. - გივი ხარო? - ვერ ვიცანი სესილიას ხმა. დიახ-მეთქი. უცებ, ყურმილში ისეთი გინება წამოვიდა, დავბერდი კახელი კაცი და მეც არ გამიგონია. გამლანძღა ბოლოს და ყურმილი დამიხეთქა.

 

ვიცოდი, რომ ქალბატონ სესილიას შაქარი აწუხებდა და სიგარეტის მოწევა აკრძალული ჰქონდა. ისიც ვიცოდი, რომ ოჯახის წევრებისგან მალულად ეწეოდა და თან, პირდაპირ თავის საძინებლის ფანჯრიდან გადმოიხედავდა ხოლმე. პირველ სართულზე ცხოვრობდა და ქუჩაში გამვლელებზე ნადირობდა, სიგარეტი რომ ეშოვა. ამ ტელეფონის ტერორის შემდეგ, სამაგიეროს გადახდა განვიზრახე. მივედი მის ფანჯარასთან და დაახლოებით სამი-ოთხი საათი მორჩილად ვიდქი ქუჩაში. და აი, ამდენი ხნის ლოდინის შემდეგ მართლაც გააღო ფანჯარა და პირველივე გამვლელ ახალგაზრდა ბიჭს გასძახა სესილიამ: ბიჭიკო, ერთი ღერი პაპიროსი ხომ არ გაქვს? აი, აქ მეც ჩავერთე: „არა გრცხვენია, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი ქალი, დამდგარხარ ამ შუა ბარნოვზე და მათხოვრობ-თქო?" სესილია მოულოდნელობისგან ჯერ შეცბა, მერე თავისებური ქოქოლა მომაყარა და შემოეთრიე სახლშიო, - მიბრძანა. მერე კი იცოცხლეთ, მეფერა და დამიყვავა, შენს ჯანმრთელობაზე ვნერვიულობო და ასე შემდეგ", - იხსენებს გივი ბერიკაშვილი.





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი