logo_geo
ვახტანგ გომელაური: ვერავინ იტყვის, ან გომელაურმა, ან გახარიამ დამავალა, შეკრიბე ხალხიო
- +

12 თებერვალი. 2020. 13:52

 

 

„ახლა პოლიციელი მიდის თავისუფლად, უნდა, იმას შემოხაზავს, უნდა, ამას შემოხაზავს“, - ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გადაცემა „SWOT ანალიზში“ ისაუბრა.

 

„დღეს ისე აღარ არის თემა, რომ შიშის ქვეშ იყვნენ პოლიციელები. დღეს ბევრად თავისუფალია, დამოუკიდებელია პოლიცია. მე რამდენიმე მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, რაც ჩვენ გავაკეთეთ. ავიღოთ არჩევნების თემა, რომელიც მაშინ ტარდებოდა მაშინდელი ე.წ. სოდ-ის, კუდ-ის შენობებში, ასევე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში, სადაც 1500-მდე ადამიანი მსახურობს. იდგნენ იქ ხელმძღვანელები და უყურებდნენ, ვინ როგორ შემოხაზავდა... ეს თემა გავიტანეთ საერთოდ გარეთ, საერთოდ გავაუქმეთ ჩვენმა მთავრობამ. რაც მოვედით, აღარ არსებობს ასეთი რაღაც, რომ სამხედრო ან სპეცდანიშნულების რაზმის დანაყოფში ჩატარდეს არჩევნები ან თუნდაც - შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში. ვთქვათ, დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მინისტრის მოადგილეებმა შეკრიბონ ყველა რიგითი თანამშრომელი და უყურონ: „აბა რას აკეთებ, როგორ ხაზავ“ - ეს, რა თქმა უნდა, არის ჩვეულებრივი ზეწოლა. ფსიქოლოგიურად მაინც ითრგუნები, რაც უნდა იყოს, უფროსი გიყურებს და გთხოვა გუშინ, შეგეკრიბა, თათბირი ჩაგიტარა - „აბა, ხომ იცით, ახლა, აბა, მტრები მოდიან და ა.შ.“ - ეს იყო, ეს გავიტანეთ, ეს აღარ არსებობს. ახლა პოლიციელი მიდის თავისუფლად, უნდა, იმას შემოხაზავს, უნდა, ამას შემოხაზავს. ვერც ერთი, დაწყებული ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის დღიდან, ვთქვათ, შინაგან საქმეთა სამინისტროში, 2013 წლიდან დღემდე, ვინც იყვნენ მინისტრები, ვერც ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვერ მოვა და ვერ იტყვის, რომ აგერ ან ღარიბაშვილმა, ან გომელაურმა, ან ჭიკაიძემ, ან გახარიამ დამავალა, შეკრიბე შენ ახლა ხალხი, საარჩევნოდ დარაზმე - ეს შემთხვევა არ ყოფილა ნამდვილად. გეუბნებით, ერთადერთი, რაც არის ჩვენი მოწოდება ხოლმე, არჩევნებზე მიდით, ძალიან გთხოვთ, ყველა. ვუშვებთ რაიონებში. ზოგი არის სვანეთიდან... ვუშვებთ, ვეხმარებით, 2-3 დღე ვათავისუფლებთ. ჩაბრძანდი, წადი, მიეცი ხმა. მისი კონსტიტუციური უფლებაა, რომ მიიღოს მონაწილეობა ამ ადამიანმა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

big_banner
არქივი