logo_geo
ვახტანგ გომელაური: 40 ათას თანამშრომელზე მეტს მოემატება ხელფასი
- +

12 თებერვალი. 2020. 14:15

 

 

 

„ახალი რეფორმები დავიწყეთ, ბევრი რამ გაკეთდა წინა მინისტრების დროსაც“, - ამასთან დაკავშირებით შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გადაცემა „SWOT ანალიზში“ ისაუბრა.

 

„გამოდიან თანამშრომლები და სახლში ცოცხალი და ჯანმრთელი დაბრუნდებიან თუ არა, არავინ იცის. სამწუხაროდ, ძალიან დაბალი ხელფასები აქვთ. ახალი რეფორმები დავიწყეთ, ბევრი რამ გაკეთდა წინა მინისტრების დროსაც. ბატონი გიორგის დროს იყო მატება. ახლა კიდევ ვგეგმავთ, ივლისიდან კვლავ ემატება ხელფასები ყველა თანამშრომელს.  ხაზი მინდა გავუსვა, რომ 40 ათას ადამიანზე მეტზე ვსაუბრობთ. ძალიან დიდ თანხებზეა საუბარი, ეს არ არის 1 და 2 მილიონი ლარი“, - განაცხადა გომელაურმა.

 

 

big_banner
არქივი