logo_geo
ვახტანგ გომელაური: დღე და ღამე ქუჩაში დგანან, რომ ჩვენი შვილები მშვიდობით მოვიდნენ სახლებში
- +

12 თებერვალი. 2020. 14:17

 

 

„ეს ადამიანები უფრო მეტს იმსახურებენ“, - ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა „ტვ იმედის“ ეთერში ისაუბრა.

 

„ასევე, არის დანამატისა და პრემიების თემები. ხშირად გვაკრიტიკებენ ხოლმე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველაზე მეტი დანამატი ან პრემია გასცა. დიახ, გავეცით. ჯერ ერთი, ის, რომ დიდი დანაყოფი ვართ. არ შეიძლება, 1 000-შტატიანმა სამსახურმა და 40 000-შტატიანმა ერთნაირი რაოდენობის თანხა გასცეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო დიდი უწყებაა. რა თქმა უნდა, ვაძლევთ და მე ვფიქრობ, ძალიან დაბალი ხელფასებია იმასთან შედარებით, რასაც ისინი აკეთებენ, რასაც ისინი ემსახურებიან.  მე ვცდილობ, დიახაც, ყველას ვეუბნები,  თუ მეტი მექნება - მეტ პრემიას მივცემ, მეტ დანამატს მივცემ, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ადამიანები აკეთებენ თავის საქმეს. მართლა დღე და ღამე ქუჩაში დგანან, რომ ღამე ჩვენ კარგად გვეძინოს, ჩვენი შვილები მშვიდობით მოვიდნენ სახლებში.  გვაკრიტიკებენ - პრემია-დანამატებს რატომ აძლევო. დიახ, ვაძლევ და მივცემ კიდევაც. რაც მეტი მექნება - უფრო მეტს მივცემ და დავეხმარები. იმსახურებენ ეს ადამიანები უფრო მეტს. რისიც საშუალებაც გვაქვს, იქიდან გამომდინარე ვაკეთებთ“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.

 

 

big_banner
არქივი