logo_geo
დაელ ჰეო: საქართველოში კარგი და კეთილი მასწავლებლები დამხვდნენ, ამიტომაც არ გამიჭირდა ქართულის სწავლა
- +

12 თებერვალი. 2020. 14:53

 

 

„ქართული კითხვაც ვიცი, წერაც და გრამატიკაც. ძალიან კარგი და კეთილია ჩემი კლასის დამრიგებელი, ნინო ომარაშვილი. ის გაკვეთილების შემდეგ, ცალკეც მიტარებდა გაკვეთილს. კლასელებიც ძალიან კეთილები არიან, - ამის შესახებ 10 წლის კორეელმა გოგონამ, დაელ ჰეომ ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუს დროს აღნიშნა. დაელ ჰეო ორ წელზეა მეტია, რაც საქართველოში, ქალაქ რუსთავში ცხოვრობს. ის საქართველომ ერთ დღეში, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საშუალებით გაიცნო.

 

„ირსაელში დავდიოდი სკოლაში, მაგრამ ის პერიოდი სულაც არ მახსენდება ბედნიერად. დამცინოდნენ, კეთილი მასწავლებლები არ იყვნენ. ბრაზიანი მასწავლებლები გვყავდა და არ მიყვარს ისრაელი.

აქ სკოლაში რომ შევედი, ვიცოდი სიტყვები „გამარჯობა“, „დედა „ორშაბათი“, „სამშაბათი“. სკოლაში კარგი და კეთილი მასწავლებლები და მეგობრები დამხვდნენ და ამიტომაც არ გამიჭირდა სწავლა. ახლა ქართული კითხვაც ვიცი, წერაც და გრამატიკაც. ძალიან კარგი და კეთილია ჩემი კლასის დამრიგებელი, ნინო ომარაშვილი. ის გაკვეთილების შემდეგ, ცალკეც მიტარებდა გაკვეთილს. კლასელებიც ძალიან კეთილები არიან. მეთამაშებიან. მასწავლიან. თუ რამე ვერ გავიგე, ვეკითხები“, - განაცხადა დაელ ჰეომ.

 

 

big_banner
არქივი