logo_geo
თაკო ჭანუყვაძე: თაკოს და კეკეს მსგავსება იმაში გამოიხატება, რომ ერთნაირი სტილი გვაქვს
- +

12 თებერვალი. 2020. 16:26

 

 

„როდესააც მხატვარმა მითხრა, როგორი სტილის უნდა ყოფილიყო ეს პერსონაჟი, შემდეგ კი ჩემი რეალური ფოტოები ვაჩვენე, მითხრა, ეს ზუსტად ის არის, რაც გვჭირდებაო“, - ამის შესახებ მსახიობმა თაკო ჭანუყვაძემ, ჟურნალ „თბილისელებთან,“ საკუთარ პერსონაჟზე საუბრისას აღნიშნა. თაკო ამჟამად სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში,“ კეკეს როლს ასრულებს.

 

„თაკოს და კეკეს მსგავსება ერთადერთი იმაში გამოიხატება, რომ ერთნაირი სტილი გვაქვს.

როდესააც მხატვარმა მითხრა, როგორი სტილის უნდა ყოფილიყო ეს პერსონაჟი, შემდეგ კი ჩემი რეალური ფოტოები ვაჩვენე, მითხრა, ეს ზუსტად ის არის, რაც გვჭირდებაო.

 

ამიტომ დარჩა ჩემი სტილი სერიალში. ძალიან პატარა ასაკიდან მქონდა მოთხოვნილება, რომ რამე განსაკუთრებული მცმოდა. იმიტომ არა, რომ ვინმესგან განსხვავებული ვყოფილიყავი. უბრალოდ, ასე თავს კარგად ვგრძნობდი. მაისურს რომ შევიძენდი, აუცილებლად ჩემებურად უნდა გადამეკეთებინა. პირველად რომ შეკერვის სურვილი გამოვთქვი, 11 წლის ვიყავი. პირადი მკერავი მყავს, რომელსაც უკვე უსიტყვოდ ესმის ჩემი“, - განაცხადა თაკო ჭანუყვაძემ.

 

 

 

big_banner
არქივი