logo_geo
ნიკოლოზ მჟავანაძე: „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში სულ იქნება!
- +

12 თებერვალი. 2020. 18:08

 

„მამუკა ხაზარაძისთვის ცხოვრება დიდი ხანია, იოლია, რადგან ამ კაცს შუბლის ძარღვი გაწყვეტილი აქვს!“ - ამის შესახებ „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ „ასავალ-დასავალთან“ ისაუბრა.

 

„მამუკა ხაზარაძისთვის ცხოვრება დიდი ხანია, იოლია, რადგან ამ კაცს შუბლის ძარღვი გაწყვეტილი აქვს! კაცი, რომელმაც თავისი დრაკონული პროცენტებით უამრავი ადამიანი დაღუპა და ბინები წაართვა, დღეს მართლაც გულაჩუყებული გველაპარაკება - საქართველოში ბავშვები შიმშილობენო! მაინტერესებს, ის ბავშვები მაშინ არ შიმშილობდნენ, როცა მათ მშობლებს ბინებიდან ყრიდი და ქუჩაში მიერეკებოდი? იცით, საბოლოოდ რა დასკვნამდე მივედი? სანამ „ქართულ ოცნებას“ მთავარ კონკურენტად მამუკა ხაზარაძე და მისნაირი უსინდისო ადამიანები ეყოლება, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში სულ იქნება!“ - აღნიშნა მჟავანაძემ.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი