logo_geo
ქეთი ჩხეიძე: ასაკის მატება არ ნიშნავს, რომ ცხოვრებას ხალისი ეკარგება
- +

13 თებერვალი. 2020. 15:41

 

 

„ასაკის მატებას ყველა განიცდის, ქალიც და კაციც. თუმცა, ასაკის მატება არ ნიშნავს, რომ ცხოვრებას ხალისი ეკარგება“, - ამის შესახებ მსახიობმა ქეთი ჩხეიძემ, ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუს დროს აღნიშნა.

 

„გარკვეულია ასაკის შემდეგ, როცა სიბერის კარს აღებ, ამის გააზრება რთულია, მაგრამ გარდაუვალი.

 

ამიტომ, როდესაც არანორმალური ხერხებით ებრძვი ამ ყველაფერს, მერე ძალიან სასაცილოდ გამოიყურები. ყველაფერი უნდა მიიღო ღირსეულად! რაღაც იყო, დამთავრდა და შემდგომი ეტაპი იწყება. ასაკის მატებას ყველა განიცდის, ქალიც და კაციც. თუმცა, ასაკის მატება არ ნიშნავს, რომ ცხოვრებას ხალისი ეკარგება. ყველა ასაკს თავის ხიბლი აქვს და ამის უამრავი მაგალითი არსებობს!“ - განაცხადა ქეთი ჩხეიძემ.

 

 

big_banner
არქივი