„ოთხივე ფინალისტმა გავიმარჯვეთ, რადგან „მხოლოდ ქართულის“ ფინალში ვიდექით“, - ამის შესახებ პროექტ „მხოლოდ ქართულის“ გამარჯვებულმა თამთა ხუხუნაიშვილმა ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუს დროს აღნიშნა.
„არ ვიცი, რა გრძნობა დამეუფლებოდა, თუკი ვერ გავიმარჯვებდი. ის კი ვიცი, რომ ეს ტრაგედია არ იქნებოდა ჩემთვის. მე პროექტში გამარჯვებისთვის და მიზნის მისაღწევად მივედი, მაგრამ ასე რომ არ მომხდარიყო, მაინც არ ჩავქრებოდი, ისევ გამოვჩნდებოდი. ვფიქრობ, ოთხივე ფინალისტმა გავიმარჯვეთ, რადგან „მხოლოდ ქართულის“ ფინალში ვიდექით.
ვერ ვიტყვი, რომ გამარჯვებას ველოდი, უბრალოდ ძალიან მინდოდა, რომ ჩემი ცხოვრების ყველა ის ეტაპი, რომლებიც გავიარე, გამარჯვებით დამეგვირგვინებინა. დღესაც ვერ ვაცნობიერებ, რომ გავიმარჯვე“, - განაცხადა თამთა ხუხუნაიშვილმა.